IT მმართველობისა და სტრატეგიის სამაგისტრო პროგრამა (EN)

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

IT მმართველობისა და სტრატეგიის სამაგისტრო პროგრამა (EN)

დღევანდელ ტექნოლოგიურ ბიზნეს გარემოში, რომელიც ხასიათდება სწრაფი ცვლილებებით, მაღალი კონკურენციითა და ინტენსიური ინოვაციურობით, კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ისეთი პროცესები, როგორიცაა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება და ციფრული ტრანსფორმაცია. აღნიშნული ტრენდები ორგანიზაციებს აიძულებს გადახედონ არსებულ სტრატეგიებს, ოპერაციულ პროცესებსა და ბიზნეს მოდელებს, რაც ნათლად აჩვენებს, რომ მხოლოდ ტექნოლოგიის ფლობა აღარ არის საკმარისი. აუცილებელია მისი სწორი დაგეგმვა, ბიზნეს მიზნებთან დაკავშირება და ცვლილებების ეფექტიანი მართვა. შესაბამისად, ბაზარზე იზრდება მოთხოვნა ისეთ სპეციალისტებზე, რომლებიც ერთდროულად ფლობენ ტექნოლოგიურ ცოდნასა და მენეჯერულ უნარებს, შეუძლიათ სტრატეგიული აზროვნება და აქვთ გრძელვადიანი განვითარების ხედვა.

სწორედ ასეთ სპეციალისტთა მომზადებაზეა ორიენტირებული GAU-ს სამაგისტრო პროგრამა „აიტი მმართველობა და სტრატეგია“, რომელიც შემუშავებულია წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოცდილებისა და თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის გათვალისწინებით. პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სპეციალისტი, რომელიც:

  1. საქმიანობის სფეროს ღრმა, სისტემური ცოდნითა და მისი კრიტიკული გააზრების საფუძველზე შექმნის  მყარ საფუძველს ინოვაციური იდეების განვითარებისთვის.
  2. რთული ან/და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის, სინთეზისა და შეფასების საფუძველზე შეძლებს მულტიდისციპლინურ გარემოში ინფორმაციული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტების ინიცირებასა და მართვას;
  3. მოტივირებული იქნება  ადგილობრივ და  საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია  გაუწიოს დარგის სპეციალისტებს  და  იმოქმედებს სოციალური პასუხისმგებლობისა და  ეთიკური  ნორმების გათვალისწინებით;
  4. თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო პრაქტიკების გათვალისწინებით შეძლებს  ინფორმაციული  ტექნოლოგიების  მართვასთან დაკავშირებული  კომპლექსური პრობლემების  გადაჭრას  და   სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას;
  5. ადაპტირდება აკადემიურ გარემოში და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით დამოუკიდებლად განახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას.

აღნიშნული ცოდნის, უნარებისა და პასუხისმგებლობების განვითარება უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე, შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე:

  • მთავარი ინფორმაციული ოფიცერი (CIO);
  • მთავარი ტექნიკური ოფიცერი (CTO);
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების მთავარი/წამყვანი სპეციალისტი;
  • პროექტის მენეჯერი;
  • ბიზნეს ანალიტიკოსი;
  • მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მენეჯერი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ოპერაციების მენეჯერი და სხვა.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში: IT მმართველობა და სტრატეგია.

კვალიფიკაციის მისაღებად, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს - 120 კრედიტი, რომელიც შეადგენს  პროგრამაში შემავალი ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კომპონენტებისა და თავისუფალი კრედიტების ჯამს.

სასწავლო კომპონენტები  წარმოდგენილია 120 კრედიტის მოცულობით, მათ შორის: 

  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო კომპონენტები - 60 კრედიტი;
  • ძირითადი სწავლის სფეროს  არჩევითი კომპონენტები - 36 კრედიტი;
  • კვლევითი კომპონენტი - 24 კრედიტი

წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

პროგრამა ითვალისწინებს 12 თავისუფალ კრედიტს, რომლის დაგროვებაც არჩევითი კურსებისთვის განკუთვნილი კრედიტების ფარგლებში, სტუდენტს შეუძლია როგორც წინამდებარე პროგრამის ფარგლებში, ისე ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში: IT მმართველობისა და სტრატეგიის სამაგისტრო პროგრამა.

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება. სწავლის შედეგების მიღწევის დონე ფასდება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის№3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის თანახმად.

სწავლის შედეგების მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას 100 ქულას.

შეფასების ფორმები მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნა/გაცნობიერების  ან/და უნარის ან/და ავტონომიურობა/პასუხისმგებლობის შეფასების ხერხს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო, საშინაო დავალება და სხვა.). შეფასების კომპონენტები აერთიანებს შეფასების მეთოდებს (ტესტი, პრეზენტაცია და სხვა). შეფასების მეთოდი იზომება შეფასების კრიტერიუმებით.

შეფასების თითოეულ ფორმას და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში. 

შეფასების თითოეულ ფორმას აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - შუალედური შეფასებისთვის მინიმუმ 25 ქულა, დასკვნითი შეფასებისთვის მინიმუმ 16 ქულა. 

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეიძლება დადგინდეს შეფასების კომპონენტის/კომპონენტებისთვისაც, რაც დაწვრილებით გაიწერება სასწავლო კურსის სილაბუსით.

დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება დადებითი შეფასების მინიჭების შემთხვევაში. 

შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (GPA)

კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.

სწავლის საფასური - 2026-2027 სასწავლო წელი

სამაგისტრო პროგრამაზე “ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობა და სტრატეგია” სწავლის წლიური საფასურია 4,000* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ: 

  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითადი საგნების კრედიტებზე დარიცხულ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება - თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითადი საგნების კრედიტებზე დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნების კრედიტებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს ძირითადი საგნის კრედიტზე დარიცხული გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის კრედიტზე დარიცხული გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის კრედიტის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება. 

სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება შესაბამის ან მონათესავე (ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) დარგში და სურთ გაიღრმავონ ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მიმართულებით. 

შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარება; 
  • შიდა საუნივერსიტეტო პროცედურის გავლა, რომელიც შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
  1. დოკუმენტაციის ანალიზი - ამ ეტაპზე ხდება უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული საერთო სააპლიკაციო ფორმის შევსება, რომელიც მოიცავს აპლიკანტის პროფესიული ბიოგრაფიის შეფასებას
  2. გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაში (B2 დონე) - გამოცდიდან განთავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს (TOEFL, IELTS) ან ბაკალავრის ან შემდგომი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა დასრულებული აქვთ ინგლისურ ენაზე;
  3. გამოცდა და გასაუბრება სპეციალობაში* - რომლის მიზანია შეფასდეს აპლიკანტის ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროგრამაზე მიიღებიან საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

* საგამოცდო საკითხები სპეციალობაში  წინასწარ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

თამარ ჭელიძე

თამარ ჭელიძე

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 555 326 009
(+995 32) 220 65 20 (319)
tamarchelidze@gau.edu.ge
ნინო ფიფია

ნინო ფიფია

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 557 579 122
(+995 32) 220 65 20 (324)
ninopipia@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა