სამედიცინო

მედიცინის სკოლა

სამედიცინო


2016/2017 სასწავლო წელს GAU-მ დაამატა დიპლომირებული მედიკოსის (MD) ერთსაფეხურიანი პროგრამა, რომლის მიზანს კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური ექიმების მომზადება წარმოადგენს. GAU-ს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა აერთიანებს ძირითად მეცნიერებას, კლინიკურ გამოცდილებას, მრავალმხრივ თეორიულ შესწავლასა და დამოუკიდებელ კვლევას.

მედიცინის სკოლა ცდილობს მიიზიდოს სტუდენტები, რომლებიც ისწრაფვიან მსოფლიოში ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ ინოვაციის, ლიდერობის და კვლევის გზით. GAU-ს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს განათლების მიღებას კლინიკური და ბიო-სამედიცინო მეცნიერებების სფეროში, თეორიულ შესწავლას და დამოუკიდებელ კვლევას. პროგრამა მოქნილია და მორგებულია სტუდენტთა უნიკალურ ინტერესებსა და მიზნებზე.

GAU-ს მედიცინის სკოლა კვლევისა და პრაქტიკის თანამედროვე საშუალებებით აკმაყოფილებს უმაღლესი განათლების აღიარებულ სტანდარტებს და სტუდენტებს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა მიერ სწავლის სხვადასხვა მიდგომებისათვის უპირატესობის მინიჭებას. სამედიცინო ეთიკის საკითხები ინტეგრირებულია ექვსწლიან სასწავლო გეგმაში, ფართო კომპიუტერული ქსელი უზრუნველყოფს კომპიუტერიზებული სწავლების ინსტრუმენტებსა და ინტერნეტზე წვდომას. სტუდენტები იძენენ მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარებს სწავლის სხვადასხვა მეთოდებით, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას მათი შემდგომი კარიერის განმავლობაში. ინტერაქტიული ლექციები ხელს უწყობს პრობლემების გადაჭრის შემოქმედებითი უნარების და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას. კლინიკური გამოცდილების მიღება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც სტუდენტებს სამედიცინო პრაქტიკისთვის ამზადებს.

პროგრამა სტუდენტებს უვითარებს საკითხის არსში გარკვევის უნარებს და მთელი 6 წლის განმავლობაში აწვდის უკუკავშირს, რაც აუმჯობესებს სასწავლო პროცესს.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - დიპლომირებული მედიკოსის (MD) ერთსაფეხურიანი პროგრამა

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა კვალიფიკაციის მისაღებად უნდა დააგროვოს - 360 კრედიტი.

პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 6 წელი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

პროგრამა შედგება 4 ფაზისგან: 

პირველი ფაზა - „უჯრედიდან სხეულამდე
I და II წლები - სტუდენტები ეცნობიან ორგანიზმის ძირითად სისტემებს, ბიო-სამედიცინო მეცნიერებას, სოციალურ და ქცევით მედიცინასა და სამედიცინო ეთიკას სწავლების სხვადასხვა მეთოდების, მათ შორის PBL (Project Based Learning) გამოყენებით. სტუდენტები ძირითად პრაქტიკულ უნარებს (პაციენტებთან გასაუბრება) კლინიკურ გარემოში ითვისებენ.

მეორე ფაზა - „დაავადების მექანიზმი
III წელი - ძირითადი აქცენტი დაავადებების პათოლოგიასა და პათოფიზიოლოგიაზე კეთდება. სტუდენტები იწყებენ ფიზიკური დიაგნოზის დასმაში დახელოვნებას. ისინი ეცნობიან ზოგად ფარმაკოლოგიას და ზოგად ქირურგიას. ხდება სტუდენტთა მომზადება დიაგნოსტიკური აზროვნების კუთხით, კონკრეტული შემთხვევების განხილვის გზით, რაც ახდენს სტუდენტების ცოდნის ინტეგრაციას და ამზადებს მათ მომავალ წლებში გასავლელი კლინიკური საგნებისთვის.

მესამე ფაზა - „კლინიკური მედიცინა
IV და V წლები - სტუდენტები სწავლობენ ძირითად კლინიკურ საგნებს - შინაგანი მედიცინა (სისტემური), ქირურგია, მეანობა და გინეკოლოგია, პედიატრია, ფსიქიატრია, რადიოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია. პარალელურად განუწყვეტლივ ხდება მათი მომზადება კლინიკური უნარების ლაბორატორიაში და კლინიკურ გარემოში.

მეოთხე ფაზა - „პრაქტიკისთვის მომზადება
VI (დამამთავრებელი) წელი - სტუდენტები გადიან პრაქტიკას კლინიკაში, სადაც ხდება საჭირო კომპეტენციის შეძენა შინაგან მედიცინაში, ქირურგიაში, მეანობა და გინეკოლოგიაში, ინფექციურ დაავადებებში, საოჯახო მედიცინაში, ოფთალმოლოგიაში, გენიატრიკაში, პედიატრიასა და გადაუდებელ მედიცინაში. ინტეგრაციის პრინციპისა და სპირალური სასწავლო გეგმის მოთხოვებიდან გამომდინარე, სტუდენტები გადახედავენ და გაიმეორებენ ძირითად საგნებს (კლინიკური ფარმაკოლოგია და სამედიცინო გენეტიკა).

GAU- დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის ძირითადი მახასიათებლებია

  • ნაწილობრივ ინტეგრირებული (როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური ინტეგრაცია) ძირითადი სასწავლო გეგმა;
  • ყოველ მომდევნო სასწავლო წელიწადთან ერთად არჩევითი საგნების რაოდენობის ზრდა;
  • სხეული-სისტემა მიდგომა - ინტეგრირებული, სისტემაზე დაფუძნებული კურსები მიმართულია სხეულის ძირითადი სისტემების შესწავლისკენ;
  • პრობლემებსა და კონკრეტულ შემთხვევებზე დაფუძნებული სასწავლო კურსები;
  • სასწავლო გეგმის სპირალური მოდელი, რომელიც ძირითადი თემების უფრო სიღრმისეული შესწავლის საშუალებას იძლევა;
  • კლინიკურ გარემოში ყოფნის ადრეული გამოცდილება და კლინიკური უნარების შეძენა-დახვეწა მთელი 6 წლის განმავლობაში;
  • გრძელვადიანი კვლევის უნარების სწავლება;
  • სოციალური და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მათ შორის სამედიცინო ეთიკა, ქცევითი მედიცინა, ბიოსტატისტიკა, ეპიდემიოლოგია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა, ჯანდაცვის სამართალი, ჯანდაცვის მენეჯმენტი, სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი კვლევის მზარდ როლს;
  • მილერის პირამიდის მოდელზე დაფუძნებული შესაფერისი შეფასების მეთოდები, რომლებიც მოიცავს ტრადიციულ (ზეპირი/წერილობითი) გამოცდებას,  MCQ ტესტირებას, OSCE (ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და პორტფოლიოს;

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ დაწესებული საბაკალავრო სამედიცინო განათლების გლობალური სტანდარტების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.


დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის  პროგრამის სტრუქტურა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სამაგისტრო ნაშრომი ფასდება სასწავლო კურსის შეფასების სისტემით.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*

სწავლის საფასური შეადგენს 4,500 ლარს. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 4,500 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი*


დაფინანსება 

სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (გარდა რეიტინგის ფასდაკლებისა) აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება - თანხით ყველაზე მაღალი;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (მათ შორის რეიტინგის ფასდაკლება) აკლდება რეიტინგის ფასდაკლებაც, მაგ: თუ სტუდენს ეკუთვნის 50%-იანი რეიტინგის ფასდაკლება და ასევე ერთი ოჯახის წევრების 20%-იანი ფასდაკლება, ძირითად დარიცხულ თანხას ვაკლებთ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ვაკლებთ 50% რეიტინგის ფასდაკლებას და ვაკლებთ დარჩენილი თანხის 20%-ს - ერთი ოჯახის წევრების ფასდაკლებას;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება.*


2016/2017 სასწავლო წელს GAU-მ დაამატა დიპლომირებული მედიკოსის (MD) ერთსაფეხურიანი პროგრამა, რომლის მიზანს კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური ექიმების მომზადება წარმოადგენს. GAU-ს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა აერთიანებს ძირითად მეცნიერებას, კლინიკურ გამოცდილებას, მრავალმხრივ თეორიულ შესწავლასა და დამოუკიდებელ კვლევას.

მედიცინის სკოლა ცდილობს მიიზიდოს სტუდენტები, რომლებიც ისწრაფვიან მსოფლიოში ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ ინოვაციის, ლიდერობის და კვლევის გზით. GAU-ს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს განათლების მიღებას კლინიკური და ბიო-სამედიცინო მეცნიერებების სფეროში, თეორიულ შესწავლას და დამოუკიდებელ კვლევას. პროგრამა მოქნილია და მორგებულია სტუდენტთა უნიკალურ ინტერესებსა და მიზნებზე.

GAU-ს მედიცინის სკოლა კვლევისა და პრაქტიკის თანამედროვე საშუალებებით აკმაყოფილებს უმაღლესი განათლების აღიარებულ სტანდარტებს და სტუდენტებს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა მიერ სწავლის სხვადასხვა მიდგომებისათვის უპირატესობის მინიჭებას. სამედიცინო ეთიკის საკითხები ინტეგრირებულია ექვსწლიან სასწავლო გეგმაში, ფართო კომპიუტერული ქსელი უზრუნველყოფს კომპიუტერიზებული სწავლების ინსტრუმენტებსა და ინტერნეტზე წვდომას. სტუდენტები იძენენ მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარებს სწავლის სხვადასხვა მეთოდებით, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას მათი შემდგომი კარიერის განმავლობაში. ინტერაქტიული ლექციები ხელს უწყობს პრობლემების გადაჭრის შემოქმედებითი უნარების და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას. კლინიკური გამოცდილების მიღება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც სტუდენტებს სამედიცინო პრაქტიკისთვის ამზადებს.

პროგრამა სტუდენტებს უვითარებს საკითხის არსში გარკვევის უნარებს და მთელი 6 წლის განმავლობაში აწვდის უკუკავშირს, რაც აუმჯობესებს სასწავლო პროცესს.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - დიპლომირებული მედიკოსის (MD) ერთსაფეხურიანი პროგრამა.

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა კვალიფიკაციის მისაღებად უნდა დააგროვოს - 360 კრედიტი.

პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 6 წელი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

პროგრამა შედგება 4 ფაზისგან: 

პირველი ფაზა - „უჯრედიდან სხეულამდე
I და II წლები - სტუდენტები ეცნობიან ორგანიზმის ძირითად სისტემებს, ბიო-სამედიცინო მეცნიერებას, სოციალურ და ქცევით მედიცინასა და სამედიცინო ეთიკას სწავლების სხვადასხვა მეთოდების, მათ შორის PBL (Project Based Learning) გამოყენებით. სტუდენტები ძირითად პრაქტიკულ უნარებს (პაციენტებთან გასაუბრება) კლინიკურ გარემოში ითვისებენ.

მეორე ფაზა - „დაავადების მექანიზმი
III წელი - ძირითადი აქცენტი დაავადებების პათოლოგიასა და პათოფიზიოლოგიაზე კეთდება. სტუდენტები იწყებენ ფიზიკური დიაგნოზის დასმაში დახელოვნებას. ისინი ეცნობიან ზოგად ფარმაკოლოგიას და ზოგად ქირურგიას. ხდება სტუდენტთა მომზადება დიაგნოსტიკური აზროვნების კუთხით, კონკრეტული შემთხვევების განხილვის გზით, რაც ახდენს სტუდენტების ცოდნის ინტეგრაციას და ამზადებს მათ მომავალ წლებში გასავლელი კლინიკური საგნებისთვის.

მესამე ფაზა - „კლინიკური მედიცინა
IV და V წლები - სტუდენტები სწავლობენ ძირითად კლინიკურ საგნებს - შინაგანი მედიცინა (სისტემური), ქირურგია, მეანობა და გინეკოლოგია, პედიატრია, ფსიქიატრია, რადიოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია. პარალელურად განუწყვეტლივ ხდება მათი მომზადება კლინიკური უნარების ლაბორატორიაში და კლინიკურ გარემოში.

მეოთხე ფაზა - „პრაქტიკისთვის მომზადება
VI (დამამთავრებელი) წელი - სტუდენტები გადიან პრაქტიკას კლინიკაში, სადაც ხდება საჭირო კომპეტენციის შეძენა შინაგან მედიცინაში, ქირურგიაში, მეანობა და გინეკოლოგიაში, ინფექციურ დაავადებებში, საოჯახო მედიცინაში, ოფთალმოლოგიაში, გენიატრიკაში, პედიატრიასა და გადაუდებელ მედიცინაში. ინტეგრაციის პრინციპისა და სპირალური სასწავლო გეგმის მოთხოვებიდან გამომდინარე, სტუდენტები გადახედავენ და გაიმეორებენ ძირითად საგნებს (კლინიკური ფარმაკოლოგია და სამედიცინო გენეტიკა).

GAU- დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის ძირითადი მახასიათებლებია

  • ნაწილობრივ ინტეგრირებული (როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური ინტეგრაცია) ძირითადი სასწავლო გეგმა;
  • ყოველ მომდევნო სასწავლო წელიწადთან ერთად არჩევითი საგნების რაოდენობის ზრდა;
  • სხეული-სისტემა მიდგომა - ინტეგრირებული, სისტემაზე დაფუძნებული კურსები მიმართულია სხეულის ძირითადი სისტემების შესწავლისკენ;
  • პრობლემებსა და კონკრეტულ შემთხვევებზე დაფუძნებული სასწავლო კურსები;
  • სასწავლო გეგმის სპირალური მოდელი, რომელიც ძირითადი თემების უფრო სიღრმისეული შესწავლის საშუალებას იძლევა;
  • კლინიკურ გარემოში ყოფნის ადრეული გამოცდილება და კლინიკური უნარების შეძენა-დახვეწა მთელი 6 წლის განმავლობაში;
  • გრძელვადიანი კვლევის უნარების სწავლება;
  • სოციალური და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მათ შორის სამედიცინო ეთიკა, ქცევითი მედიცინა, ბიოსტატისტიკა, ეპიდემიოლოგია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა, ჯანდაცვის სამართალი, ჯანდაცვის მენეჯმენტი, სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი კვლევის მზარდ როლს;
  • მილერის პირამიდის მოდელზე დაფუძნებული შესაფერისი შეფასების მეთოდები, რომლებიც მოიცავს ტრადიციულ (ზეპირი/წერილობითი) გამოცდებას,  MCQ ტესტირებას, OSCE (ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და პორტფოლიოს;

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ დაწესებული საბაკალავრო სამედიცინო განათლების გლობალური სტანდარტების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.


დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.

GAU-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის შესაბამისი კოდი. 

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამაზე (Undergraduate Medical Doctor Program) მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამაზე, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

ექსკლუზიური პარტნიორი ინდოეთში:

Medical Admission Center
Office no. 223, 2nd floor
Trade Centre building
MMRDA Area
Bandra Kurla Complex BKC
Mumbai.  400051
91 9028094555


ექსკლუზიური პარტნიორი ისრაელში, ლიბანსა და ნიგერიაში:

საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი
+995 322 30 86 61; +995 577 64 34 98
info@irc.com.ge
www.irc.com.ge
FB: InternationalRelationsCentre



ექსკლუზიური პარტნიორი ინდოეთში:

GYANA CONSULTANCY 

+91-9510301292

+91-79-48901292

440, Yash Arian, 4th Floor, 

Nr. Vivekanand Circle, Memnagar,

Ahmedabad - 380052

Gyanaconsultancy@gmail.com

www.Gyanaconsultancy.com



დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


ეკატერინე გამრეკელაშვილი

ეკატერინე გამრეკელაშვილი

მედიცინის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა

(+995) 599 409 551
(+995 32) 220 65 20 (214)
ekagamrekelashvili@gau.edu.ge
თეონა მელაშვილი

თეონა მელაშვილი

მედიცინის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა

(+995) 598 38 07 95
(+995 32) 220 65 20 (205)
teonamelashvili@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროექტები:

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა

პროექტის ტიპი:  კვლევითი

პროექტის განხორციელების თარიღი: 2020-2021 წლები

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: მედიცინის სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პროექტის აღწერა:

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის სტუდენტები წარმოადგენენ მულტი ნაციონალურ და მულტიკულტურულ ერთობას, რომელიც მოიცავს უდიდესი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, შესაბამისად მათი კვებითი რაციონი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამას ემატება ის ფაქტიც, რომ GAU-ში სწავლების პირველი წლის განმავლობაში მათ უწევთ თავიანთი დიეტის შეცვლა და საქართველოში არსებულ პირობებთან ადაპტირება.

შესაბამისად, კვლევის მიზანია შეისწავლოს GAU-ს მედიცინის სკოლის სტუდენტების სხვადასხვა კოჰორტებში არსებულ ავადობის მაჩვენებელსა და მათ კვების რაციონს შორის კავშირი, ამავდროულად შეაფასოს სტუდენტების საქართველოში ყოფნის განმავლობაში არსებული ცვლილებები და შედეგად შეიმუშავოს რეკომენდაციები გაუ-ს სტუდენტებისათვის ოპტიმალური კვების რაციონთან დაკავშირებით.

კვლევის ფარგლებში ჩატარდება ფოკუს ჯგუფების კვლევა, გაღრმავებული ინტერვიუები და მოხდება კითხვარების მეშვეობით შეგროვებული სტატისტიკური მასალის დამუშავება.

პროექტის შედეგი შესაბამისი აბსტრაქტის სახით წარდგენილი იქნება „International Association for Medical Education (AMEE)“-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და დაიბეჭდება სტატია.

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა

პროექტის ტიპი: საგანმანათლებლო და კვლევითი

პროექტის განხორციელების თარიღი: 2020-2021 წლები

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: მედიცინის სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პროექტის აღწერა:

თანამედროვე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია მისი ემოციური განვითარება, რაც გულისხმობს უნარს უთანაგრძნოს პაციენტს და შეძლოს მისი ემოციური თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს. აგრეთვე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანდაცვის სპეციალისტის უნარი, რომ სწორად მოახდინოს კომუნიკაცია ყველა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთან.

ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, მედიცინის სკოლაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული განვითრების სალექციო კურსებს, რათა სტუდენტებს განუვითაროს ზემოთ აღნიშნული უნარები.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის სტუდენტები წარმოადგენენ მულტინაციონალურ და მულტიკულტურულ ერთობას, ისინი არიან უდიდესი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. შესაბამისად, კვლევის მიზანია შეისწავლოს თუ რა ზეგავლენას ახდენს GAU-ში არსებული სტუდენტების მრავალფეროვნება მათ მიერ განვითარებულ უნარებზე. კვლევის ფარგლებში ჩატარდება ფუკუს ჯგუფების კვლევა და გაღრმავებული ინტერვიუები, რომლის მიზანიც იქნება სტუდენტების მიერ ათვისებული უნარების გაზომვა.

პროექტის შედეგი შესაბამისი აბსტრაქტის სახით წარდგენილი იქნება „International Association for Medical Education (AMEE)“-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და დაიბეჭდება სტატია.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა