საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომელი

კარიერა GAU -ში

საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომელი

ვაკანსია
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომელი
ტელეფონი
(+995 32) 220 65 20
ელ-ფოსტა
vacancy@gau.ge


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომელზე, რომელსაც დაევალება GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ინერნაციონალიზაციის სტრატეგიის განხორციელება ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო პროექტების მოძიება/მართვის მიმართულებით (მათ შორის სამეცნიერო/კვლევითი გრანტების).

ძირითადი მოვალეობები:

  • უნივერსიტეტისთვის სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საგრანტო პროექტების მოძიება
  • უნივერსიტეტის გუნდთან ერთად, დონორებთან/პარტნიორებთად დასაკავშირებლად საჭირო კვლევისა (ახალი საგრანტო იდეების ჩამოყალიბება, პარტნიორების მოძიება და ა.შ.) და უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციული მასალების მომზადება, (უნივერსიტეტის შესაძლებლობების ანალიზი, მიმდინარე და დასრულებული პროექტების მიმოხილვები და ა.შ.);
  • საგრანტო წინადადებების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • არსებულ და პოტენციურ დონორ ორგანიზაციებთან და პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის ჩამოყალიბების/წარმართვის პროცესში მონაწილეობის მიღება.

განათლება და უნარები:

  • ბაკალავრის ხარისხი სამუშაოს შესაბამის სფეროში (საერთაშორისო განვითარება, ბიზნეს ადმინისტრირება ან / და სხვა სოციალური მეცნიერებები). მაგისტრის ხარისხი უპირატესობად ჩაითვლება;
  • გამარჯვებული საგრანტო პროექტების წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამოცდილება კავშირების დამყარებაში და საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ცოდნა, განსაკუთრებით უპირატესობად ჩაითვლება;
  • გამოცდილება საგრანტო წინადადებების შემუშავებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში ჩაითვლება უპირატესობად;
  • მოლაპარაკებისა და წარმომადგენლობის ძლიერი უნარ-ჩვევები;
  • ანალიტიკური უნარები;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ/დონორ ორგანიზაციბთან/უნივერსიტეტებთან კომუნიკაციის უნარი;
  • აუცილებელია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

ხელფასი: 800 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე, შაბათი შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.ge არაუგვიანეს 2019 წლის 14 ივნისისა. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენაში, ხოლო გასაუბრება დაენიშნებათ მხოლოდ ტესტირების შედეგად შერჩეულ კანდიდატებს.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა