მმართველი გუნდი

მმართველი გუნდი

რ. მაიკლ ქაუგილი

რ. მაიკლ ქაუგილი

პრეზიდენტი, ასოცირებული პროფესორი

რ. მაიკლ ქაუგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია. მას 35 წლიანი გამოცდილება აქვს ენერგეტიკისა და საგანმანათლებლო სფეროებში პროექტების ყველა ფაზის დაგეგმვასა და მენეჯმ...

რ. მაიკლ ქაუგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია. მას 35 წლიანი გამოცდილება აქვს ენერგეტიკისა და საგანმანათლებლო სფეროებში პროექტების ყველა ფაზის დაგეგმვასა და მენეჯმენტში მსოფლიოს 40 ქვეყანაში. მისი საქმიანობა მოიცავდა სტრატეგიულ ანალიზს, ოპერაციული რისკების მართვას, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობისა და მსოფლიო ბიზნესის განვითარებას.

1999-2003 წლებში რ. მაიკლ ქაუგილი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების პროექტების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი სტრატეგიულ, საკანონმდებლო და ტექნიკურ საკითხებში.

 რ. მაიკლ ქაუგილი წლების განმავლობაში თანამშრომლობს მთელ რიგ ორგანიზაციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ:

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში - პრეზიდენტი, დირექტორთა საბჭოს წევრი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე, განათლებისა და ტრენინგების კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და თავმჯდომარე;

გაეროს „გლოპალ კომპაქტის ქსელი“ საქართველოში - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის წევრი;

ხსნის არმია საქართველოში - მრჩეველთა საბჭოს წევრი;

პირველი კერძო კლუბი  -  პრეზიდენტი;

საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო ჯგუფი - დირექტორი;

საქართველოს ბიზნეს ეთიკის ასოციაციის თანადამფუძნებელი;

რ. მაიკლ ქაუგილს დამთავრებული აქვს ბერკლის უნივერსიტეტი და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი.

ნინო ტორონჯაძე

ნინო ტორონჯაძე

პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი

ninotoronjadze@gau.ge

ნინო ტორონჯაძე არის უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი.  მან 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ს მატემატიკისა და მექანიკის ფაკულტეტი და 1999 წელს  ახალი სამხრეთ უელსის უნივე...

ნინო ტორონჯაძე არის უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი.  მან 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ს მატემატიკისა და მექანიკის ფაკულტეტი და 1999 წელს  ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის  მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურა, სიდნეი, ავსტრალია. 2000 წელს მიენიჭა  PhD ხარისხი სტატისტიკაში.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევებისა და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად;
  • 2004-2007 წლებში იყოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დირექტორის მოადგილე;
  • 2007-2010 წლებში მუშაობდა ტაო პრივატ ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორის მოადგილედ;
  • 2010-დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი;
  • 2000 წლიდან დღემდე იგი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო მოწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტებში როგორც საქართველოში, ასევე ქვეყრის ფარგლებს გარეთ, როგორიცაა ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში.

ნინო ტორონჯაძე არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

თეიმურაზ ტორონჯაძე

თეიმურაზ ტორონჯაძე

ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი

ბიზნესის სკოლა
temuritoronjadze@gau.ge

თეიმურაზ ტორონჯაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ბიზნესის სკოლის დეკანია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატი...

თეიმურაზ ტორონჯაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ბიზნესის სკოლის დეკანია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა ქ. მოსკოვში.  იგი არის თსუ-ს ფიზ-მათ მეცნიერებათა კანდიდატი, ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფიზ- მათ მეცნიერებათა დოქტორი.

კვალიფიკაცია:

ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა: სტოქასტური ანალიზი, სემიმარტინგალების პარამეტრების შეფასების ასიმპტოტური თეორია. რეკურენტული შეფასებები. რობასტული სტატისტიკა, გამოყენებითი სტატისტიკა.

ფინანსთა თეორია და სადაზღვევო საქმე: ფინანსური მათემატიკა: წარმოებული ფასიანი ქაღალდების არბიტრაჟული ფასდადების თეორია, ინვესტიციების თეორია, ფინანსური ინჟინერია, საბანკო საქმე და რისკის თეორია.

აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება:

მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა,  ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის კურსები, მოწვეული ლექტორი, თსუ;

გამოყენებითი მათემატიკის კათედრა, ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიის, წარმოებული ფასიანი ქაღალდების და სხვა კურსები, მოწვეული ლექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

გამოყენებითი მათემატიკის კათედრა, კათედრის გამგე, ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიის, წარმოებული ფასიანი ქაღალდების და სხვა კურსები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

სტატისტიკა, გამოყენებითი მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა, ინვესტიციების თეორია, კორპორაციების ფინანსები, რისკების მართვა, წარმოებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები და სხვა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა,   პროფესორი.

აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება კვლევით ინსტიტუტებში:

ეკონომიკის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი;

ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, წამყვანი მეცნიერ მუშაკი;

ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, განყოფილების გამგე;

ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;

თემურ ტორონჯაძე არის მრავალი სპეცკურსისა და პროექტის ავტორი მათემატიკის სფეროში, სხვადასხვა წლებში არაერთგზის აქვს მიღებული სოროსის ფონდის, ევრაზიის ფონდისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები. მიღებული აქვს მონაწილეობა სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. არის მრავალი სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი.

ზაზა რუხაძე

ზაზა რუხაძე

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი, ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
zrukhadze@gau.ge

ზაზა რუხაძე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერს...

ზაზა რუხაძე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი.

ზაზა რუხაძის სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია, ის იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რეგიონების განვითარების დირექტორი. მუშაობდა სახელმწიფო მმართველობის სისტემაში სხადასხვა თანამდებობაზე. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პრეზიდენტის ჯგუფის ხელმძღვანელი, 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდის გამგეობის წევრი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის განათლების საბჭოს წევრი. მისი საქმიანი გამოცდილება ასევე მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა მაგალითად: სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარების სამთავრობო კომისიის წევრობა; პროფესიული სტანდარტების დადგენის კომისიის წევრობა; მმართველობის რეფორმის კომისიის წევრობა; მონაწილეობა სხვადასხავა სამთავრობო პროექტებში. სამგზის აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს წევრი. აკრედიტაციის ექსპერტი.

საჯარო გამოცდილება: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ კომისიის წევრი (OSGF); ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების ექსპერტი; 2002 - ექსპერტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლები.

სასწავლო სამეცნიერო საქმიანობა: 1996 - საკონსტიტუციო სამართალი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი (უნგრეთი); 2000 - შედარებითი საკონსტიტუციო სამართალი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი (უნგრეთი); 2001 - პრაქტიკული სამართლის მენეჯმენტი, საერთაშორისო სემინარი; 2002 - იურიდიული კლინიკა, ABA-ს სემინარი, სომხეთი; ABA და GTZ  საქართველოში იურიდიული განათლების პროცესის განვითარების კვლევითი გრანტი.

ზაზა რუხაძე არის მრავალი მონოგრაფიის,  სახელმძღვანელოს და სამეცნიერო სტატიის ავტორი. ასევე რამოდენიმე სამეცნიერო ჟურნალის ხელმძღვანელი და რეცენზენტი.

რუსუდან ციციშვილი

რუსუდან ციციშვილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი, დოქტორი, პროფესორი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა
rusudantsitsishvili@gau.ge

რუსუდან ციციშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლებისა  სკოლის დეკანი და  ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხე...

რუსუდან ციციშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლებისა  სკოლის დეკანი და  ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.

რუსუდან ციციშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით. 1976-1979 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექსტის ლინგვისტიკაში ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.

მას აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება: 

ენების ინტენსიური სწავლების რესპუბლიკური ცენტრი, თსუ, ინგლისური ენის მასწავლებელი; ინგლისური ფილოლოგიის კათედრა, თსუ, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი შემდგომში დოცენტი; თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ენების კათედრა, ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი; სოფლის მეურნეობის საკავშირო აკადემიის საქართველოს განყოფილების უცხო ენების კათედრა, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი; თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის  ინგლისური ენის კათედრა, დოცენტი, ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრაზე კათედრის გამგე და ინგლისური ენის მასწავლებელი; ლონდონის საერთაშორისო სახლის თბილისის ფილიალი (International House, Tbilisi), ინგლისური ენის მასწავლებელი, სასწავლო ნაწილის გამგე;  შპს სკოლა „ფენიქსის“ დამფუძნებელი, დირექტორი და ინგლისური ენის მასწავლებელი; წმინდა გიორგის საერო სკოლა, მეთოდისტი ინგლისური ენის სწავლების დარგში; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ინგლისური ენის ლექტორი, პროფესორი.

მრავალი წელია იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების საქმეში. რუსუდან ციციშვილი არის საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციის (ETAG) წევრი 1995 წლიდან, საპროექტო ჯგუფის წევრი და ტრენერი. მან არაერთგზის მიიღო მონაწილეობა ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინიცირებულ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებში როგორც ავტორმა, თანაავტორმა და ტრენერმა.

2000-2002 წლებში მონაწილეობა მიიღო განათლების სამინისტროსა და „ღია საზოგადოება - საქართველოს'' მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევას კონკურსის გზით (ინგლისური ენის ექსპერტთა ჯგუფის წევრი).

საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციის (ETAG) წევრისა და ინგლისური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის (IATEFL) ნამდვილი წევრის რანგში რუსუდან ციციშვილმა სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ინგლისური ენის მასწავლებელთა ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციებისა და სემინარების მუშაობაში ბრაიტონში, ზალცბურგში, ადლერში, თბილისში, ბათუმში, თელავსა და ტაბახმელაში.

მას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი, დარგობრივი ენის სწავლების მეთოდოლოგიის, ენის სწავლების მენეჯმენტისა და ტრენერების მოსამზადებელი კურსები ლონდონში, ნორიჩში, სარეიში (დიდი ბრიტანეთი), პენსილვანიასა (ამერიკის შეერთებული შტატები) და თბილისში.

ამჟამად რუსუდან ციციშვილი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ საგამოცდო ცენტრთან, არის სააპელაციო კომისიის წევრი.

კონსტანტინე კულიჯანოვი

კონსტანტინე კულიჯანოვი

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა
k.kulijanovi@gau.ge

კონსტანტინე კულიჯანოვი არის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი. მან თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მიღებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტის კომპიუტერული ტექნოლოგების სპეციალობის მა...

კონსტანტინე კულიჯანოვი არის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი. მან თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მიღებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტის კომპიუტერული ტექნოლოგების სპეციალობის მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს დაამთავრა ბიზნესის სკოლა ESM-ის და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

1997-2006 მუშაობდა ბანკ რესპუბლიკაში სხვადასხა პოზიციებზე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. 2006-2008 მუშაობდა ფონდ კონსტანტაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2008-2015 მუშაობდა ბანკ კონსტანტაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსად. 2015 მუშაობდა თიბისი ბანკში ინფორმაციის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

2015-2016 მუშაობდა კომპანია Georgian Card-ში პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სამსახურის უფროსად. მუშაობს მიგრაციის მართვის საერთაშორისო ორგანიზაციაში მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

აქვს 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. ზემოდაღნიშნულ კომპანიებში მისი ხელმძღვანელობით საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით წარმატებით შესრულდა არაერთი პროექტი, შეიქმნა და დაინერგა სხვადასხვა ტიპის პროგრამული სისტემები, მოხდა არსებული პროგრამული და ტექნოლოგიური სისტემების განახლება და მრავალი ინოვაციური საბანკო პროდუქტის შემოღება.

ასევე წარმატებით ახორციელებდა ინფრასტრუქტურული სისტემების მართვას, პერმანენტულად მუშაობდა სისტემების ოპტიმიზაციაზე და რესურსების ეფექტურ მართვა-გადანაწილებაზე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა