ალექსანდრე ცაგარელი

ლექტორები ალექსანდრე ცაგარელი

ალექსანდრე ცაგარელი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების დოქტორანტი, მკვლევარი და ლექტორი. მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბარსელონის პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტში (Pompeu Fabra University). 2025 წელს მოწვეული მკვლევრის სტატუსით სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის (École des Hautes Études en Sciences Sociales – EHESS) CERCEC-ის კვლევით ცენტრში.

ალექსანდრე ცაგარელი არის ევროპის სოციალური კვლევის (European Social Survey – ESS) ეროვნული კოორდინატორი საქართველოში. ამასთანავე, იგი მონაწილეობს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტში „საქართველოს სოციალური სტრუქტურა გარდაქმნების პერიოდში“, როგორც მკვლევარი და პროექტის კოორდინატორი.

აკადემიური და კვლევითი საქმიანობის პარალელურად, იგი არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და Swisscontact-თან თანამშრომლობას, აგრეთვე საერთაშორისო კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და კოორდინაციას.

მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს სოციალურ სტრატიფიკაციასა და მობილობას, სოციალურ უთანასწორობას, განათლების სოციოლოგიას, დემოგრაფიას, სოციალურ ღირებულებებს, შრომის სოციალურ თეორიასა და პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციებს. მისი კვლევითი საქმიანობა განსაკუთრებით ფოკუსირებულია საქართველოს სოციალური სტრუქტურის, სოციალური უთანასწორობისა და საზოგადოებრივი ცვლილებების შესწავლაზე შედარებით პერსპექტივაში, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა