ბაქარ ბერეკაშვილი

ლექტორები ბაქარ ბერეკაშვილი

ბაქარ ბერეკაშვილი (1983) არის ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი პოლიტიკური მეცნიერებისა და კრიტიკული თეორიის მიმართულებით. სხვადასხვა დროს, ის სწავლობდა პოლიტიკას, სოციოლოგიას, ფილოსოფიასა და ისტორიას სლოვენიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, პოლონეთსა და საქართველოში. ბაქარ ბერეკაშვილი სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა ევროპის სხვადასხვა აკადემიურ ინსტიტუტებში, მათ შორის ესპანეთის ეროვნული კვლევების საბჭოსა (მადრიდი) და მასარიკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი).

ბაქარ ბერეკაშვილის სამეცნიერო ინტერესების სფეროს მიეკუთვნება: ელიტების თეორია, დემოკრატიის თეორიები, პოლიტიკა და საზოგადოება აღმოსავლეთ ევროპაში, კლასიკური და თანამედროვე პოლიტიკური თეორიები, მეხსიერების პოლიტიკა ევროპაში (განსაკუთრებით სამხრეთ ევროპა და პოსტკომუნისტური ევროპა), პოლიტიკური ანთროპოლოგია, დემოკრატიული ნიჰილიზმი გვიანი კაპიტალიზმის ეპოქაში და კრიტიკული პედაგოგიკა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა