ბექა ძამაშვილი

ლექტორები ბექა ძამაშვილი

ბექა ძამაშვილმა 2010 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა. 2011 წელს ჩაირიცხა ლონდონის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე (LLM) და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი, ხოლო 2012 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. 2017 წელს მას მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ბექა ძამაშვილი 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში (ამჟამად - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) იურისტად.

მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში. არის სახელმძღვანელოს (სამხედრო კონფლიქტების სამართალი) და ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) დამფუძნებელი საქართველოში. 2008-2011 წლებში იყო აღნიშნული ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ხოლო 2011-2013 წლებში ასოციაციის (ELSA) პრეზიდენტი.

ამჟამად არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, მანამდე კი მუშაობდა საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსად.

2012 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი, ხოლო 2017 წლიდან - ასოცირებული პროფესორი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა