გიორგი დუღაშვილი

ლექტორები გიორგი დუღაშვილი

გიორგი დუღაშვილი

giorgidugashvili@gau.ge

მოწვეული ლექტორი

გიორგი დუღაშვილი არის GAU-ს მედიცინის სკოლის ლექტორი, სპეციალობით ექიმი-სტომატოლოგი, მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე „წლის ექიმი 2018“- ჯილდოს მფლობელი.

2009 წელს, გიორგი დუღაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მან გაიარა რეზიდენტურა - ქირურგიულ სტომატოლოგიაში (2012) და თერაპიულ სტომატოლოგიაში (2009-2010). 2014-2016 წლებში გიორგი დუღაშვილი იყო დოქტორანტი ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში, ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში. 

2011 წლიდან გიორგი დუღაშვილი არის თსსუ N1 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი. 2013 წლიდან იგი "Special Olympics"-ის შეზღუდული შესაძლებლობების - მენტალური ნაკლის მქონე პირთა სერტიფიცირებული კლინიკური დირექტორი და წარმომადგენელია საქართველოში.  

2017 წელს გიორგი დუღაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობებში.

თავისი კარიერის მანძილზე გიორგი დუღაშვილს მოპოვებული აქვს მრავალი სხვადასხვა ჯილდო და სერტიფიკატი. მათ შორის:

  • მსოფლიოში უდიდესი ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობის სპორტული ორგანიზაციის, "Special Olympics"- ის გრანტი (3ჯერ);
  • ევროკავშირის გრანტი სადოქტორო კვლევისთვის (2ჯერ);
  • კემბრიჯის უნივერსიტეტის სერთიფიკატი (ESOL) - "FCE" B2.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა