გიორგი ხარებავა

ლექტორები გიორგი ხარებავა

გიორგი ხარებავა

ასოცირებული პროფესორი

გიორგი ხარებავას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის უმთავრესი მიზანი ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი, ტრამვული და ნეიროდეგენერაციული დაზიანებების დროს მიმდინარე უჯრედული სიგნალინგისა და გენების ექსპრესიის შესწავლაა. მისი კვლევები მოიცავს ნეირონთა და სხვა უჯრედების განვითარებისა და სიცოცხლისუნარიანობის მოლეკულური მექანიზმების კვლევას. დამატებით, გიორგი ხარებავას კვლევითი ინტერესები ეხება პრო-ანთებითი მედიატორებით ინიცირებულ დამაზიანებელი პროცესების შესწავლას ღვიძლის უჯრედებში.

გიორგი ხარებავამ თავისი სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში სადაც იგი მუშაობდა 1996-2003 წლებში. 2002 წელს დაიცვა დისერტაცია თავის ტვინში ალკოჰოლზე აბსტინენციითა და ოქსიდანტური სტრესით გამოწვეული ცვლილებების მექანიზმების შესახებ.

2003-2011 წლებში გიორგი ხარებავამ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გააგრძელა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. კერძოდ, მანჩესტერის, ლუივილის და მერილანდის უნივერსიტეტებში.

2011-2015 წლებში გიორგი ხარებავა მუშაობდა ამერიკის ნაციონალური ჯანდაცვის სისტემის ალკოჰოლისა და ალკოჰოლიზმის შემსწავლელ ინსტიტუტში.

თავისი კარიერის მანძილზე გიორგი ხარებავას მოპოვებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები. მათ შორის:

  • ინგლისის სამეფო საზოგადოებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტიპენდია (2003)
  • ნეირომეცნიერების საზოგადოების ჯილდო გამორჩეული კვლევებისათვის (2006, 2007)
  • ჰენრი ჯექსონის სახელობის სამხედრო მედიცინის ფონდის სტიპენდია (2011)
  • გამორჩეული კვლევითი ნაშრომის პრიზი ნაციონალურ ჯანდაცვის ინსტიტუტებში (2012)

გიორგი ხარებავას შრომების შედეგად დადგინდა დაავადებასთან ასოცირებული მრავალი ახალი სასიგნალო ბილიკი და გენების რეგულაციური ცვლილება, იდენტიფიცირდა ნეიროპროტექტორული ბუნების ნაერთები და გამოვლინდა პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების როლი აქსონის ზრდასა და განვითარებაში. გიორგი ხარებავა არის 22 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა