ნინო ბოგვერაძე

ლექტორები ნინო ბოგვერაძე

2001 წელს ნინო ბოგვერაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხი); 2015 წელს წარჩინებით დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სპეციალიზაციით (Postgraduate Diploma in Laws), იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში (ჩრდილოეთ კაროლინა) უცხოური გაცვლითი სასწავლო პროგრამის მონაწილე; მონაწილეობა აქვს მიღებული პროფესიული განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივ სხვადასხვა პროგრამებსა და ტრენინგებში, მათ შორის, ტრენინგში ადამიანის უფლებებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი), შეხვედრა ევროსაბჭოში თემაზე „ევროპაში სამედიცინო დამხმარებით რეპროდუქციასთან წვდომა და ნაირსახეობა“, არის ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული „არბიტრაჟის განმარტებითი ლექსიკონი“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი; არის საერთაშორისო ბიზნეს სამართალში ლონდონის უნივერსიტეტის სერტიფიკატის მფლობელი, ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატის (Certificate of Achievement HarwardX) მფლობელი სასწავლო კურსში სახელწოდებით ბიოეთიკა: რეპროდუქციული ტექნოლოგიებისა და გენეტიკის სამართალი, მედიცინა და ეთიკა., ამჟამად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტია და სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი აქვს სამეცნიერო ნაშრომი თემაზე „სუროგაცია/დონაციის სამართლებრივი რეგულირების პრობლემატიკა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე“. 

ნინო ბოგვერაძე საადვოკატო საქმიანობას „კორძაძის საადვოკატო ბიუროში“ ეწევა ბიუროს დაფუძნების მომენტიდან – 2002 წლიდან (ამ პერიოდამდე იგი მუშაობდა ადვოკატის თანაშემწედ საადვოკატო ფირმა „კორძაძე და სვანიძე – ადვოკატებში“). პარალერულ რეჟიმში ორი წლის განმავლობაში (2006-2008 წლებში) იგი იყო ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა