ნინო ცისკარიშვილი

ლექტორები ნინო ცისკარიშვილი

ნინო ცისკარიშვილი

მოწვეული ლექტორი

ნინო ცისკარიშვილის პროფესიული არჩევანი ოჯახურმა ტრადიციამ განაპირობა. ამჟამად, ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი და სამედიცინო პროგრამის ხელმძღვანელია.

2003 წელს ნინო ცისკარიშვილი გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული ნინო აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში. 2009 წელს მან დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი წარჩინებით, გახლდათ პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 2009-2013 წლებში ნინო ცისკარიშვილმა განაგრძო სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურაში.

2013 წელს გახდა სერტიფიცირებული დერმატოვენეროლოგი.

2015 წელს ნინო ცისკარიშვილმა ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მისი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ვიტილიგოს პათოგენეზისა და მკურნალობის თავისებურებების შესწავლა. 2017-2018 წლებში ნინო ცისკარიშვილი რუსთაველის ფონდისა და DAAD-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული გახდა და განაგრძო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გერმანიაში, მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკაში. 2019 წელს მან მოიპოვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2013-2018 წლებში ნინო ცისკარიშვილი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტში.

2008 წელს გაიარა სტაჟირების კურსი თურქეთში, ჰაჯეტეპეს საუნივერსიტეტო კლინიკაში.

კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2010 წელს გაიარა პრაქტიკული კურსი ავსტრიაში, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

2012-2014 წლებში მოღვაწეობდა გერმანიის სხვადასხვა კლინიკებში, ექიმ-დერმატოლოგად.

2014 წლიდან დღემდე მუშაობს სამედიცინო კორპორაცია „ევექსში“ დერმატოლოგად.

2018 წლიდან დღემდე მუშაობს „ინოვას სამედიცინო ცენტრში“.

ნინო ცისკარიშვილი არის მრავალი ევროპული პროფესიული ასოციაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური წევრი.

კარიერის განმავლობაში ნინო ცისკარიშვილი გახდა რამდენიმე სტიპენდიისა და ჯილდოს მფლობელი:

  • დერმატოლოგიის ევროპის აკადემიის „მაიქლ ჰორნშტაინის” სახელობის
  • სტიპენდიანტი , ჩეხეთი,პრაღა
  • რუსთაველის ფონდისა და DAAD-ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამისგამარჯვებული ( ორგზის)
  • „მიუნხენის დერმატოლოგიური აკადემიის“ გრანტის მფლობლი
  • დერმატოლოგიის მსოფლიო კონგრესის სტიპენდიანტი
  • ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ტრანსკავკასიური საერთაშორისო კონგრესის გამარჯვებული
  • სოროსის ფონდის დიპლომისა და გრანტის მფლობელი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა