შორენა ტუკვაძე

ლექტორები შორენა ტუკვაძე

შორენა ტუკვაძე

stukvadze@gau.ge

მედიცინის სკოლის პროგრამების ხელმძღვანელი, მოწვეული ლექტორი

შორენა ტუკვაძე უკვე მრავალი წელია აქტიურ სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას ეწევა. 1998-2006 წლებში კითხულობდა ლექციებს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ბიოქიმიის კათედრაზე, პარალელურად, 2000-2008 წლებში გახლდათ თბილისის საპატრიარქოს თერაპიულ განყოფილებაში (პირველი კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე), ასევე ანზორ მელიას სახელობის კარდიოლოგიურ კლინიკა „გულში“ ექიმი კარდიოლოგი. 2007-2015 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰისტოლოგია-ციტოლოგია-ემბრიოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი.

შორენა ტუკვაძემ თავისი სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 2013 წლის დეკემბერში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „თუთიის დეფიციტი ბავშვთა ასაკში და მისი პროფილაქტიკა თუთიით ფორტიფიცირებული პროდუქტით“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის მიმართულებით.

2014-2017 წლებში, შორენა ტუკვაძემ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გააგრძელა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში, როგორც სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა. ასევე აქტიურად განაგრძო აკადემიური პრაქტიკა და 2014-2017 წლებში იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი ბიოქიმიის მიმართულებით.

2015-2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში მიჰყავდა სალექციო კურსი ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტებთან თემაზე „თუთია-დეფიციტური მდგომარეობების ეპიდემიოლოგია თანამედროვე მსოფლიოში“.

2016 წლის ოქტომბერში გაიარა თეორიული და პრაქტიკული კურსი კლინიკურ ჰემატოლოგიაში ფერარას უნივერსიტეტში (იტალია, ქალაქი ფერარა) და მონაწილეობა მიიღო პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჰემატოლოგიური ლაბორატორიის დაარსებაში ტემპუსის პროექტის ფარგლებში.

შორენა ტუკვაძის შრომების შედეგად დადგინდა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწყვლად, სოციალურად დაუცველ კონტინგენტში კვებითი დისბალანსი, კერძოდ გამოვლინდა მოზარდებში თუთია-დეფიციტის არსებობა და ჩატარდა პროფილაქტიკურ-პრევენციული ღონისძიებები თუთიით გამდიდრებული (ფორტიფიცირებული) პროდუქტების საშუალებით. დადგინდა მათი მაღალი ეფექტურობა.

შორენა წარმოადგენს 14 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორსა და თანაავტორს. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.

ამჟამად, შორენა ტუკვაძე გახლავთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროგრამების ხელმძღვანელი და ლექტორი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა