თამარ გვიანიშვილი

ლექტორები თამარ გვიანიშვილი

თამარ გვიანიშვილმა 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და მიენიჭა ისტორიკოსის, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებელის კვალიფიკაცია.

1986-1989 წლებში იყო  საქ. მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრფიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ანარქისტთა სოციალ-პოლიტიკური შეხედულებების ადგილი ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში“.

1982-1987 წლებში მუშაობდა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად, ასისტენტად. 1987-2006 წლებში ამავე ინსტიტუტში ისტორიის კათედრაზე იყო დოცენტი, პროფესორი. 2007-2011 წლებში საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტში არჩეული იყო ასოცირებულ პროფესორად.

2012 წლიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის პროფესორი.  

თამარ გვიანიშვილი არის ორი მონოგრაფიის ავტორი: „ქართველ ანარქისტთა სოციალ-პოლიტიკური შეხედულებები“ 1990 წ. „ანარქიზმის ისტორია საქართველოში“ 2006 წ. და თექვსმეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  

იგი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში: საერთაშორისო ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია: სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა 2-12 სექტემბერი 2008, ქართული ეროვნული იდეა და გლობალიზაციის იდეოლოგია, თბილისი, პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, 21 ნოემბერი, 2009წ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერეცია  თბ. 7-8 მაისი 2010 ტოლერანტობა-თანამშრომლობის წინაპირობა.  IV საერთაშორისო სიმპოზიუმი მიძღვნილი წმ. გიორგი მთაწმინდელის 1000 წლისთავისადმი, ქართველი ათონელი მამები, 2011 წ. 10 მაისი.

თამარ გვიანიშვილი წლების განმავლობაში იყო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. მას სტუდენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს: 2000- 2006 სასწ. წელს იყო ისტორიის კორდინატორი.

თამარ გვიანიშვილს სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის 35 წლიანი სტაჟი აქვს. 2000-2010 სასწავლო წლებში იყო ისტორიის  სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი; ბაკალავრიატის და მაგისტრანტ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის თემების ხელმძღვანელი.

გავლილი აქვს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. აგრარულ უნივერსიტეტში მონაწილეობდა კვლევით გრანტში.

ამჟამად თამარ გვიანიშვილი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ საგამოცდო ცენტრთან, არის ეროვნული საგამოცდო ცენტრის კურატორი, მეთვალყურე 2005 წლიდან დღემდე.  

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა