თეა ბურჭულაძე

ლექტორები თეა ბურჭულაძე

თეა ბურჭულაძემ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1992-1997 წწ.). სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში (1997-2000 წწ.). 2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ შერწყმული წინადადება ქართულში“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

2001 წლიდან მუშაობს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიაში ჯერ მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო

2002 წლიდან − უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2006-2012 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად, 2013 წლიდან ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანაშრომლად. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, 2015 წლიდან კი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტშო.

აქვს გამოქვეყნებული 90-მდე სამეცნიერო სტატია და მოხსენება, არის სამი მონოგრაფიისა და რამდენიმე ლექსიკონის ავტორ-შემდგენელი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა