ჩვენი საერთაშორისო სტუდენტები

ჩვენი საერთაშორისო სტუდენტები

GAU-ში სულ უფრო იზრდება უცხოელი სტუდენტების რაოდენობა. მომავალ პროფესიას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ეუფლებიან აშშ-ის, ეგვიპტის, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის, საბერძნეთის, ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილებას გვიზიარებენ:


„GAU-ში უკვე მესამე წელია ვსწავლობ და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ ნამდვილი პროფესიონალები ასწავლიან - ეს არის საერთაშორისო დონის განათლება ამერიკული მოდელით და თანაც ხელმისაწვდომ ფასად.“

„სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, იმდენად იოლი აღმოჩნდა ყველა პროცედურის გავლა GAU-ში ჩასაბარებლად. მე ამაში თვითონ GAU-მ გამიწია დახმარება - უნივერსიტეტს აქვს სპეციალური სერვისი, რომელიც ტექნიკური საკითხების მოგვარებაში გიწყობს ხელს, იქნება ეს დოკუმენტის თარგმნა, ნოტარიულად დამოწმება თუ განათლების სამინისტროში წარდგენა.“

„ძალიან კარგი ჯგუფელები მყავს. ისე დავმეგობრდით, რომ უქმეებსაც ერთად ვატარებთ, ქალაქგარეთ დავდივართ, ზამთარში - მთაში და ზაფხულში - ზღვაზე.”

„ძალიან მომწონს თბილისი. ჩემი აზრით ის ევროპული ქალაქია. აქ ბევრი რესტორანი, სუპერმარკეტი, აფთიაქი და ტრანსპორტი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. თბილისში ცხოვრება ადვილი და კომფორტულია.“

„ასეთი მეგობრული ხალხი მე არსად შემხვედრია, თან ყველგან იპოვი ადამიანს, ვინც გაგიღიმებს და ინგლისურად დაგელაპარაკება.“

„GAU-ს პროფესორები პრაქტიკოსებიც არიან და გვასწავლიან არა მხოლოდ იმას, რაც წიგნებში წერია. ბევრ მათგანთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, სულ მზად არიან დაგვეხმარონ, მუდმივად გვითმობენ დამატებით დროს.“

„ძალიან მომწონს ქართულ ოჯახში ცხოვრება, ასე უფრო ადვილად გაიცნობ ადგილობრივ ხალხს და მათ კულტურას. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან და ძალიან უყვართ, როცა მათი კერძები მოგწონთ. პრინციპში, შეუძლებელიცაა არ მოგეწონოთ ქართული სამზარეულო.“

„საჭმელი იმდენად გემრიელია, გირჩევთ, სასწორი იყიდოთ, რომ წონა აკონტროლოთ. აქ ჩამოსვლა თუნდაც მარტო იმიტომ ღირს, რომ ქართული სამზარეულო გასინჯოთ.“

„აქ ყველა სეზონის ტანსაცმელი დაგჭირდებათ, თბილისში რბილი კლიმატია და ყველა სეზონის სილამაზით შეგიძლია დატკბე!“

„თუ კინო გიყვარს, თბილისში შეგიძლია იარო კინოთეატრებში, რადგან ფილმები ქართულის გარდა ინგლისურ და რუსულ ენებზე გადის.“

„აქ ღამის ცხოვრება ძალიან მაგარია! თბილისის ერთ-ერთი კლუბი ნომერ პირველ კლუბად აღიარეს. აქ მართლა ძალიან მაგარი მუსიკაა, ხშირად ჰყავთ მსოფლიო დონის არტისტები. საერთოდ თბილისში ყველანაირი მუსიკაა, ჯაზიდან დაწყებული, პოპით და კარაოკე ბარებით დამთავრებული. იმართება მეგავარსკვლავების კონცერტებიც.“

„მე თვითონ ვუკრავ და დროდადრო დიჯეიდ ვმუშაობ - აქამდე თუ აზიურ მოტივებზე ვაკეთებდი მუსიკას, ახლა გატაცებული ვარ ქართული ფოლკლორით და დავიწყე ამ მელოდიების გარემიქსება. ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი გამოვა. GAU-ს ფართიზე არაერთხელ მიმიწვიეს დიჯეიდ და მიხარია, რომ სტუდენტებს მოსწონთ ჩემი მუსიკა.”

„GAU-ში სისტემატურად ეწყობა ექსკურსიები. საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანა აღმოჩნდა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა, რომ ქვეყანას მდიდარი ისტორია და დიდი ტრადიციები აქვს.”

„მე სპორტის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. გავარკვიე, რომ GAU-ში ყოველწლიურად სტუდენტური ოლიმპიადა იმართება, ასევე ჰყავთ ფეხბურთის  და კალათბურთის გუნდები. ახლა ვფიქრობ, რომელ სახეობაში ჩავერთო.“

„GAU-ს აქვს მწვანე ეზო, ქალაქის ლამაზი ხედი, მდებარეობს თბილისის ცენტრში, საიდანაც ტრანსპორტი ქალაქის ყველა მიმართულებით დადის. ამიტომ აქ ყოველდღე სიარულიც მარტივია“.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა