საერთაშორისო სტუდენტებისთვის - ვიზის პროცედურები

საერთაშორისო სტუდენტებისთვის - ვიზის პროცედურები

ვიზა და ბინადრობის ნებართვა

სავიზო პროცედურები (4-6 კვირა)

მნიშვნელოვანია საქართველოს იმიგრაციის პროცესებისა და მათი შესაძლო გავლენის გააზრება. თუ აპლიკანტები ყველა საჭირო დოკუმენტაციას დროულად მოამზადებენ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პრობლემები შეექმნათ.

სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, უნდა ჰქონდეთ სასწავლო ბინადრობის ნებართვა. სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოა იუსტიციის სახლი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. სწავლის მიზნით ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა(ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე ). განაცხადი უნდა იქნას შეტანილი წარდგენილ ვადებში.

განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
  • საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);
  • უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც სასწავლო ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;
  • ფოტოსურათი, ზომით 3/4;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა