ეთიკის კოდექსი

ეთიკის კოდექსი

GAU-ს ეთიკისა და ქცევის კოდექსი წარმოადგენს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომლების (მათ შორის ლექტორების) და სტუდენტების ეთიკური პრინციპების, ღირებულებებისა და ქცევის ფორმულირებას.

კოდექსი მიზნად ისახავს დაეხმაროს თანამშრომლებსა და სტუდენტებს იმ ეთიკური საკითხების გადაჭრასა და დადგენაში, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას მათი მუშაობისა თუ სწავლის პერიოდში. კოდექსი მიმართულია აგრეთვე კოლეგებთან, სტუდენტებთან, უნივერსიტეტთან და ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დაჯგუფებებთან ურთიერთობების დარეგულირებისკენ.

ეთიკისა და ქცევის კოდექსის საშუალებით GAU ახდენს გამჭვირვალობისა და პირდაპირობის, პატიოსნების, წესიერების და პატივისცემის ღირებულებების, მორალური და სოციალური პასუხისმგებლობის და აგრეთვე აკადემიური საკითხების სწავლებას.


წაიკითხე GAU-ს ეთიკისა და ქცევის კოდექსი

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა