ქეთევან ბიბილაშვილი

ლექტორები ქეთევან ბიბილაშვილი

ქეთევან ბიბილაშვილი

ketevanbibilashvili@gau.edu.ge

ასოცირებული პროფესორი

ქეთევან ბიბილაშვილი სწავლობდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის მიმართულებით, მოსკოვის დეკორატიულ-გამოყენებით ლიცეუმში ფერწერისა და ქსოვილების მიმართულებით და ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის (მოდელირება და ანიმაცია) მიმართულებით.

2004 წელს ქეთევან ბიბილაშვილი გახდა ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის მაგისტრი მულტიმედიისა და დიზაინის მიმართულებით. ამავე წელს, გაიარა სარეკლამო დიზაინის კურსი, ქ. მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის სპეციალიზირებულ სასწავლო კომპიუტერულ ცენტრში. 2020 წლიდან კი, გახლავთ დოქტორანტი, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, მიმართულება- Business Management

ქეთევან ბიბილაშვილს აქვს სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება: ტელეკომპანია I სტერეო - კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტი, თანამედროვე ხელოვნებისა და შოუბიზნესის აკადემია, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, საკონსულტაციო-სარეკლამო სააგენტო INDEX- ვიზუალური კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სარელამო კომპანია TV+ - წამყვანი დიზანერი, ქართულ-ევროპული სასწავლო უნივერსიტეტის მედიახელოვნების პროგრამის ხელმძღვანელი, „მულტიმედია სერვისი“ - დიზაინერი, სარეკლამო სტუდია 7Z - კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტი.

ქეთევან ბიბილაშვილს წლების მანძილზე დამუშავებული აქვს რამოდენიმე მიმართულება დიზაინის სფეროსა და სარეკლამო პროექტირებაში; მის მიერ შესრულებული რეკლამა გვხდება ქალაქის ქუჩებსა და დაწესებულებებში.



სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა