არჩილ იაკობაშვილი

ლექტორები არჩილ იაკობაშვილი

არჩილ იაკობაშვილი

archil.jacobashvili@gau.ge

პროფესორი

არჩილ იაკობაშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი.

არჩილ იაკობაშვილი დაიბადა 1973 წელს ქალაქ ჭიათურაში. 1990 წელს დაამთავრა ჭიათურის პირველი საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე. 

1990-1996  წლებში არჩილ იაკობაშვილი სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრეთვე გაცვლითი პროგრამებით ზაარლანდის და გისენის უნივერსიტეტებში (გერმანია) და დაამთავრა ბაკალავრიატი ძირითადი სპეციალობით „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები“, ხოლო მეორადი სპეციალობით: „სამართალმცოდნეობა“.

1998-2000 წლებში არჩილ იაკობაშვილი იყო გერმანიის ფედერალური მთავრობის სტიპენდიანტი (DAAD), რომლის ფარგლებში სწავლობდა კონსტანცის (გერმანია), ლივერპულის (ინგლისი) და შტუტგარტ-ჰოჰენჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტებში და დაამთავრა ეკონომიკის მაგისტრატურა სპეციალობით „საერთაშორისო ფინანსები“. 

2011 წელს არჩილ იაკობაშვილმა დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტორანტურა (ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა, ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი) და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი (დისერტაციის თემა: „მონეტარული  სტაბილიზაციის პოლიტიკა  სავალუტო  სუბსტიტუციის  პირობებში“).   

არჩილ იაკობაშვილი მოწვეულ ლექტორად მუშაობდა სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2006-2012 წლებში იგი იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი, 2012-2018 წლებში - ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2018 წლიდან არის სრული პროფესორი.

არჩილ იაკობაშვილის კვლევის ინტერესებია „საერთაშორისო ფინანსები“, „სახელმწიფო ფინანსები“ და „მონეტარული ეკონომიკა“.

1996-1998 წლებში არჩილ იაკობაშვილი მუშაობდა ეკონომიკურ ატაშედ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპის დეპარტამენტში.

2000-2005 წლებში არჩილ იაკობაშვილი მუშაობდა ახალგაზრდა ბანკირად (Deutsche Bank AG, Stuttgart), ასოცირებულ სპეციალისტად (Commerzbank AG, London Branche), აღმოსავლეთ ევროპის ინვესტმენტ-ოფიცრად (Union Investment Private Fonds GmbH, Frankfurt/M.) და აღმოსავლეთ ევროპის საკრედიტო რისკების ფინანსურ ოფიცრად (GEFCO Manufactures Logistique SA, Frankfurt/M, Berlin, Paris).

2007 წლიდან არჩილ იაკობაშვილი მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერად.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა