დავით პაპუაშვილი

ლექტორები დავით პაპუაშვილი

დავით პაპუაშვილი

davidpapuashvili@gau.ge

მოწვეული ლექტორი

დავით პაპუაშვილი 2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. მიმდინარე ეტაპზე, მას უკავია საოპერაციო რისკებისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილების უფროსის თანამდებობა. განხორციელებული აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან/ოპერაციებთან და ასევე, საბანკო სისტემის საოპერაციო რისკების ზედამხედველობასთან დაკავშირებული არაერთი პროექტი. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს 2007 წლიდან უმეტესწილად ეკონომიკის, საოპერაციო მენეჯმენტისა და საინფორმაციო სისტემების მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლაში ფინანსური მენეჯმენტის განხრით და ასევე გააჩნია მეცნიერების მაგისტრის დიპლომი, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსელსიორის კოლეჯიდან. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი (All-American Scholar - 1997). 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა