ქეთევან ჩხიკვაძე
![](https://www.gau.edu.ge/storage/app/uploads/public/5b3/227/3b8/thumb_1594_250_250_0_0_auto.jpg)
ქეთევან ჩხიკვაძემ წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა მიმართულებით, ბუღალტერია და აუდიტი.
მოპოვებული აქვს სერტიფიცირებული ბუღალტრის (ACCA) კვალიფიკაცია და ACCA საერთაშორისო ასოციაციის 27.02.2015 თარიღის გადაწყვეტილებით არის ამ ასოციაციის წევრი. 2020 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, ქეთევანმა მიიღო Fellow ხარისხი და გახდა FCCA.
ACCA Paper P5 საგამოცდო სესიაში მოპოვებული აქვს საქართველოში საუკეთესო, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 26-ე შედეგი.
წარჩინებით მოიპოვა მაგისტრის აკადემიური ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის განხრით.
მოპოვებული აქვს აკადემიური დოქტორის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის განხრით.
არის სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
არის 10-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
ქეთევანი მუშაობს PricewaterhouseCoopers Georgia LLC-ში როგორც მენეჯერი.
2021 წლის სექტემბრიდან ქეთევანი უძღვება აუდიტისა და ბურალტერიის კონცენტრაციას.