მზია თოდუა

ლექტორები მზია თოდუა

მზია თოდუამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტ-სამართალმცოდნეობის განხრით. 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული ინივერსიტეტის დოქტორანტი (სამართალმცოდნეობა)

მზია თოდუა 2012 წლის მარტიდან დღემდე სს ,,ბანკი ქართუ'' – იურიდიული დეპარტამენტის დირექტორია, ასევე სს ,,ბანკი ქართუ'' - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2006 წლის აგვისტოდან 2012 წლის მარტამდე გახლდათ სააქციო საზოგადოება ,,ქართუ ჯგუფი''-ის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე,1999-2005 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის თავმჯდომარე, რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე, ასევე იყო მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების გამგე, აბრეშუმის ძაფსაღებ-საგრეხი ფაბრიკის იურიდიული კონსულტანტი.

რაც შეეხება მის სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას 2008 წლიდან დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია, მისი სალექციო კურსებია: საბანკო, სამოქალაქო, ფასიანი და გადახდის უუნარობის სამართალში. 2011 წლიდან დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არის ასოცირებული პროფესორი, მისი სალექციო კურსებია: სამოქალაქო სამართალი და კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა