თეიმურაზ ტორონჯაძე

ლექტორები თეიმურაზ ტორონჯაძე

თეიმურაზ ტორონჯაძე

temuritoronjadze@gau.ge

ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი

თეიმურაზ ტორონჯაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ბიზნესის სკოლის დეკანია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა ქ. მოსკოვში.  იგი არის თსუ-ს ფიზ-მათ მეცნიერებათა კანდიდატი, ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფიზ- მათ მეცნიერებათა დოქტორი.

კვალიფიკაცია:

  • ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა: სტოქასტური ანალიზი, სემიმარტინგალების პარამეტრების შეფასების ასიმპტოტური თეორია. რეკურენტული შეფასებები. რობასტული სტატისტიკა, გამოყენებითი სტატისტიკა.
  • ფინანსთა თეორია და სადაზღვევო საქმე: ფინანსური მათემატიკა: წარმოებული ფასიანი ქაღალდების არბიტრაჟული ფასდადების თეორია, ინვესტიციების თეორია, ფინანსური ინჟინერია, საბანკო საქმე და რისკის თეორია.

აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება:

  • მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა, ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის კურსები, მოწვეული ლექტორი, თსუ;
  • გამოყენებითი მათემატიკის კათედრა, ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიის, წარმოებული ფასიანი ქაღალდების და სხვა კურსები, მოწვეული ლექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • გამოყენებითი მათემატიკის კათედრა, კათედრის გამგე, ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიის, წარმოებული ფასიანი ქაღალდების და სხვა კურსები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • სტატისტიკა, გამოყენებითი მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა, ინვესტიციების თეორია, კორპორაციების ფინანსები, რისკების მართვა, წარმოებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები და სხვა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა, პროფესორი.

აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება კვლევით ინსტიტუტებში:

  • ეკონომიკის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი;
  • ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, წამყვანი მეცნიერ მუშაკი;
  • ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, განყოფილების გამგე;
  • ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

თეიმურაზ ტორონჯაძე არის მრავალი სპეცკურსისა და პროექტის ავტორი მათემატიკის სფეროში, სხვადასხვა წლებში არაერთგზის აქვს მიღებული სოროსის ფონდის, ევრაზიის ფონდისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები. მიღებული აქვს მონაწილეობა სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. არის მრავალი სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა