ნინა კარბელაშვილი

ლექტორები ნინა კარბელაშვილი

ნინა კარბელაშვილი

ninakarbelashvili@gau.ge
პროფესორი

პროფესორი

ნინა კარბელაშვილმა წარჩინებით დაამთავრა საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და მოსკოვის ბაიკოვის სახ. ინსტიტუტის ასპირანტურა.

აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების მეთოდიკაში.

ნინა კარბელაშვილი არის Autodesk-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული მასწავლებელი, სერტიფიცირებულია  3D MAX, 3DVIZ,CorelDraw და Adobe Photoshop.

მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში;
გამოქვეყნებული აქვს 23-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 5 სახელმძღვანელო; მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში;

ნინა კარბელაშვილი არის რამდენიმე მულტიმედიური პროექტის ავტორი, მენეჯერი და თანაშემსრულებელი, მათ შორის: ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს ფშავის თემის ჯვარ-ხატების აღწერა, სისტემატიზება და მულტიმედიურ  ფორმატში შესრულება -„ციხეგორს გალობს ბულბული“... ; სამყაროს გეომეტრიული სურათი პლატონის მიხედვით - „შესანიშნავი ხუთეული“; მულტიმედიური თვალსაჩინოებები გეომეტრიული ოპტიკის სწავლებაში და სხვა.

ნინა კარბელაშვილი გახლავთ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანიზაციის ”ინტერნეტ აკადემიის” (www.internet –academy.org.ge), ელექტრონული გამომცემლობა ”ქართული ელქტრონული სამეცნიერო ჟურნალების ” თანადამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე. ქართული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის ”პედაგოგიური მეცნიერებები და ფსიქოლოგია”   http://gesj.internet-academy.org.ge– მთავარი რედაქტორი და ”კომპიუტერული მეცნიერებანი და კომუნიკაციები” სარედაქციო საბჭოს წევრი.

ნინა კარბელაშვილი მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, იყო სრული პროფესორი, სამაგისტრო პროგრამის «მულტიმედიური ტექნოლოგიები და ვებ დიზაინი» ავტორი და ხელმძღვანელი. აგრეთვე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გეომეტრიული მოდელირებისა და კომპიუტერული გრაფიკის კათედრაზე, იყო სრული პროფესორი, კათედრის გამგის მოადგილე და კომპიუტერული ცენტრის ხელმძღვანელი.

ნინა კარბელაშვილი არის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ინფორმატიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
საბაკალავრო პროგრამის „მულტიმედიური დიზაინი“ და სამაგისტრო პროგრამის „ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა“ ავტორი და ხელმძღვანელი. ნინა კარბელაშვილის ხელმძღვანელობით შესრულებულია სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომები.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა