გიორგი თავაძე

გიორგი თავაძე
პროფესორი
გიორგი თავაძე დაიბადა 1986 წელს ქ. ფოთში. 2003 წელს დაამთავრა ქ. ფოთის ნ. ნიკოლაძის სახ. გიმნაზია. იმავე წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 2007 წელს დაამთავრა (ფილოსოფოსის კვალიფიკაციით).
2008-2010 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე სპეციალობით - „სიცოცხლის ფილოსოფია“. 2010 წელს წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „თანამედროვეობის კრიტიკა ფრიდრიხ ნიცშეს ‘კერპების მწუხრში’ “ (ხელმძღვანელი - პროფ. თენგიზ ირემაძე).
2011 წელს მოიპოვა როლფ და ურსულა შნაიდერების სამეცნიერო–კვლევითი გრანტი. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, 2011 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე, იმყოფებოდა ვოლფენბიუტელში (გერმანია), ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკაში, სადოქტორო თემის დასამუშავებლად.
2010-2013 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (ფილოსოფიის სპეციალობით). 2013 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: „ფილოსოფიური გეოგრაფია. ახალი ფილოსოფიური დისციპლინის დაფუძნების შესახებ“ (ხელმძღვანელები: პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ჰელმუტ შნაიდერი).
2015 წლის 10 სექტემბრიდან 2016 წლის 10 მარტამდე იმყოფებოდა ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში (პოზნანი, პოლონეთი) პროექტ ERASMUS-ის ფარგლებში.
გიორგი თავაძე ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტში. 2014 წლიდან კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, 2019 წლიდან კი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით (სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა). იგი, ასევე, ხელმძღვანელობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ფილოსოფიურ კლუბს.
კვლევის ინტერესები: პოლიტიკური ფილოსოფია, მორალის ფილოსოფია, მეტაფიზიკა, სოციალური თეორიები, პოლიტიკური სოციოლოგია, ფილოსოფიური გეოგრაფია, ადგილებისა და სივრცეების სოციოლოგია.
გიორგი თავაძე ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას: მას ქართულად თარგმნილი აქვს ფრიდრიხ ნიცშეს, ჯონ დიუის, თომას პეინის, კარლ შმიტის, იმანუელ კანტის და სხვა მოაზროვნეთა ნაშრომები.
მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები:
- Homo sovieticus-დან homo post-sovieticus-მდე: დემოკრატიის ბედი საქართველოში
- იმანუელ კანტი, კარლ შმიტი და ჰანს კელზენი დემოკრატიის შესახებ
- ფრიდრიხ ნიცშეს მორალური პერსპექტივიზმი
- ამერიკელი განმანათლებლების პოლიტიკური ფილოსოფია (თ. ჯეფერსონი, ჯ. მედისონი, ჯ. ადამსი)
- მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთმიმართება.